logo
ENG


კრამერი სააკაშვილზე: ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია - გამოსავალია მისი გათავისუფლება
  • 1072ნახვები

კარგი იმიჯი ნამდვილად არ შეექმნება საქართველოს. გულდასაწყვეტია მთლიანად სიტუაცია. თავისებურად, ბატონი სააკაშვილის მხრიდან პროვოკაცია იყო დაბრუნება, მაგრამ კონტრპროვოკაციას ჰქონდა ადგილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მისი დაკავებისას. მათ უნდა გაათავისუფლონ, უნდა დაბრუნდეს უკრაინაში. იგი არ უნდა შიმშილობდეს ახლა, ძალიან ცუდია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს...

ბრალდებები მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულად მეჩვენება. ვფიქრობ, რომ კომენტარები ოფიციალური პირების და ოცნების მხრიდან, ხაზს უსვამს ამ სიტუაციის პოლიტიკურ ხასიათს. ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი მისი გათავისუფლება იქნება და უფლების მიცემა, დაბრუნდეს უკრაინაში. იგი აღარ არის საქართველოს მოქალაქე, გახლავთ უკრაინის მოქალაქე და ვფიქრობ, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება ასეთ სიტუაციაში.

თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა გადაცემა კომენტარში. [მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით]



ასევე ნახეთ
close დახურვა