ის იხდის სასჯელს, რომელიც დაკისრებული აქვს კანონით. რაც შეეხება შიმშილობს თ არა, ვფიქრობ,რომ არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო, საქართველოშიც ჯერ, სამწუხაროდ, სიღარიბის პრობლემა გვაქვს. თქვენ რომ მეკითხებოდეთ, რას ვაკეთებთ ამისთვის და ბევრ რამეს ვაკეთებთ, რომ შიმშილის პრობლემა აღმოიფხვრას საქართველოში და არავის უჭირდეს, მაშინ იქნებოდა სწორი კითხვა ჩემთან. კონკრეტულად ეს საერთოდ არ მაინტერესებს, მინდა გითხრათ, ძალიან ნაკლებად მაინტერესებს.
ასე უპასაუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მიხეილ სააკაშვილი მე-12 დღეა ციხეში შიმშილობს.