logo
ENG


ელისაშვილი: საარჩევნო დღე იყო არაჩვეულებრივი, არნახულად კარგი, მადლობა ცესკოს
  • 1802ნახვები

ალალი და უსაყვედურო იყოს მთელი საქართველოსთვის, მაგრამ ხომ წესიერი არჩევნები ჩატარდა? თვითონ არჩევნების დღე. 20%-ია გადათვლილი, ოპოზიციამ ერთი ფაქტი დადოს, ერთი ოქმი დადოს გაყალბებული.

საარჩევნო კოდექსი არეგულირებს არჩევნების დღეს, არჩევნების დღეს იყო გამართული და ამისთვის მადლობა ცესკოს, თავმჯდომარიან რიგით თანამშრომლიანად - გამართული და აბსოლუტურად გამართული.

არცერთი ოქმი არ არის გადაჯღაბნილი, ჩასწორებული არ არის, არცერთი ნამამაძაღლარი არაა, თუ არა და გამოიტანონ. 20% გადაითვალა საქართველოს მასშტაბით და ცდომილება იყო 0,01%. ძლივს მივაღწიეთ ამას, ცესკომ ჩააბარა გამოცდა.

მე ახალ ცესკოზე ვსაუბრობ, ცესკოს ახალ შემადგენლობაზე, სადაც პირველადაა, რომ ოპოზიციონერია მოადგილე ცესკოს თავმჯდომარის და გამართულად იმუშავა. იმ საარჩევნო რეფორმამ, ჩაწიკწიკებულმა, მართლა იმუშავა. [...] თვითონ საარჩევნო დღე იყო არაჩვეულებრივი, არნახულად კარგი, ეს მოიტანა საარჩევნო რეფორმამ. 

თქვა პარტია მოქალაქეების ლიდერმა პალიტრანიუსის გადაცემა "დღის ნიუსრუმში". ამასთან, ოპოზიციის ნაწილი თვითმმართველობის არჩევნების დღეს რიგ დარღვევებზე მიუთითებს, მათ შორის შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა