logo
ENG


გალერი არჩევნებზე: პარტიებისთვის პირობები თანაბარი არ იყო, მმართველი პარტია დომინირებდა
მაიკლ გალერი
13 ოქტ, 2021 14:23
გალერი არჩევნებზე: პარტიებისთვის პირობები თანაბარი არ იყო, მმართველი პარტია დომინირებდა
  • 696ნახვები

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არ არის. ის ასევე წინა პერიოდში თავისუფალ საარჩევნო გარემოს უკავშირდება. როგორც ითქვა, არჩევნები იყო კონკურენტული, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა პარტიას ჰქონდა მონაწილეობის მიღების საშუალება, თუმცა მონაწილე პარტიებისა და კანდიდატებისთვის პირობები თანაბარი არ იყო. ნათელი იყო, რომ მმართველი პარტია დომინირებდა და ამას უბრალოდ გვერდზე ვერ გადავდებთ, მიუხედავად პოზიტიური ნაწილებისა - იქნებოდა ეს მაღალი აქტივობა, საკანონმდებლო ჩარჩო თუ ამომრჩევლის სია. საარჩევნო დღეს პროცესი, ძირითადად, წყნარად წარიმართა.

იმედი მაქვს, რომ ახლა დისკუსია გადავა პარლამეტში იმაზე, რომ იყოს უფრო მეტი დიალოგი და კონსენსუსი, რათა ეს გრძელვადიანი კონფრონტაცია, რასაც უკვე ათწლეულებია ვხედავთ ქართულ პოლიტიკაში და რაც ქვეყნისთვის სასიკეთო არაა და ევროპულ პერსპექტივას არ უწყობს ხელს, დასრულდეს.

ამბობს საქართველოს 2 ოქტომბრის არჩევნებზე ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, მაიკლ გალერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. [ამერიკის ხმის თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა