logo
ENG


ტიმოშენკო: სააკაშვილს აქვს უდავო და უპირობო უფლება, იყოს თავისუფალი
  • 999ნახვები

მე თავად გავიარე პოლიტიკური რეპრესიები და კარგად ვიცი რას ნიშნავს პოლიტიკურ პატიმრობაში ყოფნა, ამას არასდროს არავის ვუსურვებ. უსამართლოა ადამიანისთვის თავისუფლების წართმევა პოლიტიკური ბრძოლისა და შეხედულების გამო, სწორედ ამის გამო მიმაჩნია, რომ მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში და არა ციხეში და სწორედ თავისუფლებაში მყოფმა დაიცვას თავისი მშობლიური საქართველო.

ძვირფასო მიშა, მე ისე, როგორც არავინ, კარგად ვიცი პატიმრობაში ყოფნისას შიმშილობა თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტესტის გამოსახატად, ასევე მშვენივრად ვხვდები შენს მოტივებს, თუ რატომ იყავი იძულებული ასე, შეწყვიტო შიმშილობა. შენ შენს ქვეყანას ცოცხალი, ჯანმრთელი და ძლიერი ჭირდები, ასევე მივმართავ მის მხარდამჭერებს, მიმართონ თხოვნით თავის ლიდერს, შეწყვიტოს შიმშილობა, ეს უმნიშვნელოვანესია მისი სიცოცხლისა და თქვენი საერთო ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, მიშა შეხვედრამდე, შეხვედრამდე თავისუფლებაზე.

უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრის, იულია ტიმოშენკოს ვიდეომიმართვა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე გააჟღერეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა