logo
ENG


გახარია მეორე ტურზე: ათას პროცენტიან გარანტიას გაძლევთ, რომ არცერთს არ მოვხაზავ
  • 3003ნახვები

მე როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქე ამ ქვეყნის რა თქმა უნდა არჩევნებზე წავალ. ჩემს დღეს ღიად დაფიქსირებულ პოზიციას ექნება სხვა პოლიტიკური სპეკულაციების შესაძლებლობა, რასაც მე არ გავაკეთებ.

გარანტიას გაძლევთ ათას პროცენტიანს, რომ არცერთს არ მოვხაზავ, იმიტომ რომ ერთიც და მეორეც მომავლის არჩევანს უსპობს ჩემს ქვეყანას. წარმოდგენა არ აქვთ მაგათ ჩვენი ამომრჩეველი ვინ არის, ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელსაც კარგად ესმის, რა არის სამართლიანი სახელმწიფო და ისიც კარგად ესმის,  რომ არც ერთი და არც მეორე ამის გამკეთებელი არ არის

თქვა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში კითხვის პასუხად, თუ ვის მისცემს თვითონ და  მისი ამომრჩეველი ხმას. დღესვე კახა კალაძემ თქვა, რომ დარწმუნებულია გახარიას ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას ენმ-ს.



ასევე ნახეთ
close დახურვა