მაქვს კონკრეტული არჩევანი - კალაძე და მელია... მე შემოვხაზავ ოპოზიციას. რთულია ჩემთვის ჩემი ბიოგრაფიით შემოვხაზო ის პოლიტიკური ძალა, რომელთანაც დაპირისპირებული ვარ 2003 წლიდან, მაგრამ მე იმ პოლიტიკურ ძალას არ ვხაზავ, მე ვხაზავ ოპოზიციას.
მე შემოვხაზავ ოპოზიციას, იმიტომ, რომ მე ვიცი, დღევანდელ რეალობაში იმ მითვისებას, იმ ქურდობას, იმ თაღლითობას, იმ თავზეხელაღებულ გარყვნილებას, რომელიც ტრიალებს ხელისუფლებაში და რომელსაც აღარავინ აჩერებს, პირიქით, უბიძგებენ, მიდით, ჭამეთ მეტი ეს ხალხის ფული, რამდენიც შეგიძლიათ, ამას ვერ გავაჩერებ მე, თუ არ გავაძლიერე ოპოზიცია. დღეს ერთად, ხვალ ცალ-ცალკე - ასეთი ფორმულით ვუყურებ.
თქვა საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა კვირის ფორმულაში თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურზე საუბრისას.