ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება, მიმდინარეობს აღდგენა და უკვე აღდგენასაც გასცდა, ეს არის უკვე აბსოლუტური ზრდა, რაც ძალიან კარგია.
თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. საქსტატის გამოთვლით, 2021 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა.