logo
ENG


გამყრელიძე: მეხუთე ტალღის ყველა მონაცემია, უარესდება სიტუაცია, დელტა შტამი ვერაგი აღმოჩნდა
  • 1285ნახვები

სამწუხაროდ, ქვეყანაში მეხუთე ტალღის ყველა მონაცემია, უარესდება სიტუაცია. დელტა შტამი ძალიან ვერაგი აღმოჩნდა. ორ თვიანი ციკლები ახასიათებს...

რითი შეგვიძლია შევაკავოთ ეს? - მხოლოდ რამდენიმე ინსტრუმენტია ამისთვის. ყველაზე ძლიერი არის აცრა. მე გავავრცელე დღეს ჩემი მოწოდება და მადლობა გადავუხადე იმ მილიონ ადამიანს საქართველოში, ვინც დღეს აცრილია და მოვუწოდე ასევე, რომ სულ მცირე, კიდევ ამდენი უნდა ავიცრათ, რომ ახალი წელი გვქონდეს შედარებით მშვიდობიანი.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. დღეს, 18 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის  2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 42 ადამიანი.



ასევე ნახეთ
close დახურვა