არის ძალიან მხნედ. შესანიშნავ ფორმაშია. არის ძალიან ძლიერ და მაგარ პოლიტიკურ ფორმაში. ბევრად უფრო ბრძოლისუნარიანი მომეჩვენა. ყველაზე კარგ ფორმაში როცა მინახავს მიშა, ასეთი მიშა ვიხილე დღეს. ძალიან დამუხტული გამოვედი დღეს. გზავნილი არის - ბრძოლა. ეს არის მისი მთავარი მესიჯი. მას უნდა, რომ ყველას გავაგებინო, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე, იქნება ეს ემიგრაციაში თუ საქართველოში, უნდა იბრძოლონ გამარჯვებამდე. მოუწოდა ემიგრანტებს, რომ მაქსიმალურად ჩამოვიდნენ არჩევნებზე. საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, რომ მაქსიმალურად მობილიზებული იყვნენ, რომ 30-ში არჩევნები ვერ მოიპაროს ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ.
თქვა ენმ-ს აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი მე-18 დღეა ციხეში შიმშილობს.