ქართველი ადამიანების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დამოკიდებულია არამხოლოდ თქვენს მეგობრებზე დასავლეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. ქართველი მოქალაქეები უნდა იყვნენ ძალიან ძლიერნი, რუსულ კორუფციას უნდა ებრძოლოთ, უნდა გყავდეთ წარმატებული ინსტიტუციები. ეს არ ხდება იმიტომ, რომ თქვენ გაახაროთ აშშ, ეს ხდება იმისთვის, რომ ქართველებმა თავი დაიცვან კრემლის აგრესიისგან. ერთადერთი, ვინც ამ სიტუაციიდან სარგებელს ნახულობს, რაც დაკავშირებულია სააკაშვილთან, ეს არის კრემლი და კრემლის მხარდამჭერები.
აცხადებს ამერიკელი გენერალი, აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი გადაცემაში სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა. [მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით]
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-18 დღეა ციხეში შიმშილობს.