logo
ENG


კულუმბეგოვი: ისევ დადგება საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა, ამ წრიდან ვერ გამოვედით​
  • 1268ნახვები

ტრაგედიას ვხედავთ, როდესაც 2-3 თვის ინტერვალით, ახლა ზამთრის პერიოდია და ბევრმა სხვა ფაქტორმაც იმოქმედა, კიდევ გვიწევს იმაზე ფიქრი, რომ 40 000-ს გადასცდა აქტიური შემთხვევების რაოდენობა. ახლა ქვეყანას დაუდგება ისევ საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა, ამ წრიდან ვერ გამოვედით. 

10 თვის განმავლობაში, ჩვენ თუ 10 000 ადამიანს დავკარგავთ პირობითად, ვაქცინაციას შეუძლია ეს ციფრი 11-ჯერ შეამციროს. ანუ ჩვენ შეგვიძლია 13-14 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ.

თქვა იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პალიტრანიუსის ეთერში. 18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 42 ადამიანი.



ასევე ნახეთ
close დახურვა