თბილისში გვაქვს 10 000-მდე შენობა-ნაგებობა, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული. წლების განმავლობაში, ჩვენ მსგავს შენობებს ვამაგრებდით, ახლა კი სრული ჩანაცვლების პროგრამა დავდეთ. ამ ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ყველა ხარჯი თავის თავზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა აიღოს და მოსახლეობას ამაში ერთი თეთრიც არ დაეხარჯება.
10 000 შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება 4 წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება, მაგრამ აქ მთავარია, რომ დაიდო პროგრამა თავისი წესებით, რეგულაციებით, რომელიც მომდევნო ათეული წლების განმავლობაში ყველა მთავრობას, რომელიც იქნება დედაქალაქის ხელისუფლებაში, ექნება შესაძლებლობა და საშუალება, ისარგებლოს ამ პროგრამით.
თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.