ანზორ მელია, რა თქმა უნდა, შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს, კითხვა მინდა დავუსვა თითოეულ ზუგდიდელს, რა მოტივაცია აქვს ამ კაცს, როგორ უნდა მართოს ზუგდიდი კაცმა, რომელმაც არ იცის ბიუჯეტი, რამდენი სოფელია ამ ქალაქში, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს როგორ იმართება მუნიციპალიტეტი. ამ დროს, ჩვენ გვყავს ძალიან გამოცდილი, უწესიერესი კაცი, ბატონი მამუკა წოწერია, რომელიც ღირსეული ზუგდიდელია, რომელიც არ შეარცხვენს ზუგდიდელებს და ამ ქალაქს. შესაბამისად, მინდა ვთხოვო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომ არცერთი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს, ყველანი არჩევნებზე, რომ 30 ოქტომბერს საბოლოოდ ბეჭედი დავუსვათ ნაცმოძრაობის ამ ბოგინს.
განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.