logo
ENG


ზურაბიშვილი: ევროსასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა
  • 2151ნახვები

"ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" და "შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა. სტრასბურგი სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრების დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე.

წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერის გვერდზე. ევროსასამართლომ დაუშვებლად სცნო ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რუსი ეროვნების რამდენიმე პირის საჩივრები, რომლითაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში ქართულმა მხარემ დაარღვია მათი უფლებები.



ასევე ნახეთ
close დახურვა