შედარება მინდა გავაკეთო. ერთი მხრივ, პარადოქსულია და აბსოლუტურად არარელევანტური შეიძლება იყოს შედარება სააკაშვილის ჰიტლერთან, მაგრამ ყველაფერში ეს ადამიანი ბაძავს, უბრალოდ გამოდის fake ჰიტლერი. როდესაც ჰიტლერი პირველად ჩასვეს ციხეში, მანაც დაიწყო შიმშილობა და ბევრი მნახველი მიდიოდა. დაახლოებით იგივე სცენა დადგა ამ საცოდავმა კაცმა ციხეში. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოეთხოვა ძალაუფლებაში დაბრუნება და ხალხს რომ დაეჯერებინა. ჩვენს მასშტაბებში დაახლოებით იგივეა.
ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე. ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ის 22-ე დღეა ციხეში შიმშილობს.