მთავრობას მივმართავ - ძალიან გთხოვთ, შეინარჩუნეთ ადამიანური სახე, ნუ ილანძღებით. თქვენ დღეს ხართ, მაგრამ ხვალ არ იქნებით, თქვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ ბედნიერ საქართველოში. ამისთვის სამეგრელოს მერობის კანდიდატები ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ გარდავქმნათ ეს ქვეყანა. თქვენი ბოგინი უნდა დამთავრდეს. თქვენ ღარიბაშვილმა, რომელმაც 100 კაციც ვერ შეკრიბა აქ, მწვანე შუქი აგინთოთ ძალადობისკენ. ნაღმს თუ ჩამოაგდებენ საარჩევნო ოლქში და აგვაფეთქებენ, თორემ ამათი საქმე წასულია. სამეგრელოში ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს, ამაში დარწმუნებული ვარ. მეგრელი კაცი ასე იოლად სამშობლოს სიყვარულს არ დატოვებს. ნორმალურად მოიქეცით - 30-ში იქნება არჩევნები და ზუგდიდელები დაგანახებენ ძალას. ნუ ხართ დაბოღმილები და ნუ ხართ დამხეცებულები...
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ საგანგებო ბრიფინგზე.