logo
ENG


ღარიბაშვილი: როგორ წარმოგიდგენიათ, მერი იყოს ოპოზიციონერი?
  • 1629ნახვები

როგორ წარმოგიდგენიათ, მერი იყოს ოპოზიციონერი, ჯიბრში ედგეს საკუთარ ხალხს, საკუთარ საკრებულოს, მით უმეტეს, თიანეთში საკრებულოს მთლიანად უმრავლესობა ჩვენს ხელშია, რა თქმა უნდა, სხვა მუნიციპალიტეტებსაც ეხება ანალოგიურად. ეს შეაფერხებს საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებას. ჩვენ ვიცით, რომ ნაცმოძრაობა არის მთავარი მიზეზი და ბარიერი ქვეყნის განვითარების, მაგრამ ჩვენ არჩევნები მოვიგეთ, მათი დესტრუქციული ლიდერი არის ციხეში, დიდხანს იქნება ციხეში და არჩევნების შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ მხოლოდ საქმეზე ლაპარაკს და არამხოლოდ ლაპარაკს, არამედ საქმის კეთებას.

დაფინანსება, რაც არის განსაზღვრული, ბუნებრივია, ყველა მუნიციპალიტეტს ექნება, მაგრამ მთავრობის ხელში არის სხვა დამატებითი ბერკეტები, უამრავი პროექტის დაფინანსება შეგვიძლია ცენტრალურ მთავრობას და ასეც ხდება. გუშინ მე დავაანონსე, რომ ქუთაისს მინდა, რომ გავუზარდო და სხვა დიდ ქალაქებს. ძალიან ბევრი პროექტის დაფინანსება გვინდა და გვაქვს გადაწყვეტილი. ეს, რა თქმა უნდა, იქნება შემაფერხებელი ბარიერი ჩვენთვისაც და ნაკლები მოტივაცია გვექნება იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა ოპოზიციური კანდიდატი.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან. 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.



ასევე ნახეთ
close დახურვა