logo
ENG


ღარიბაშვილი: დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ
  • 490ნახვები

ჩვენ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ, მათ შორის იუსტიციის მინისტრმა, თუ რა პირობები არის ციხის საავადმყოფოში. დაამატეს საჭირო აპარატურაც, რაც აკლდა. საჭიროების შემთხვევაში სრულ მობილიზებას გავაკეთებთ. გარწმუნებთ, რომ პენიტენციური სამსახური, ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს. დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის ექიმი სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, თუმცა იუსტიციის სამინისტრო უარს ამბობს. გარდა ამისა, ომბუდსმენის განცხადებით, ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება რეკომენდაციებს, ასევე არის უსაფრთხოების რისკებიც.



ასევე ნახეთ
close დახურვა