logo
ENG


კობახიძე: გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა შესაძლებლობაა, დავამთავროთ პოლარიზაცია
  • 1007ნახვები

ჩვენ  30 ოქტომბერს გვიპირისპირდება არა ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია მუდმივი საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის.

30 ოქტომბერს ტარდება ბოლო არჩევნები 2024 წლამდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის ორი ფაქტორი, რომელიც გვაძლევს ჩვენ უნიკალურ შესაძლებლობას, საბოლოოდ დავამთავროთ პოლარიზაცია და ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ. ამისთვის კი აუცილებელია 2 ოქტომბრის გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდე მივიყვანოთ.

30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი უსამშობლობასა და ქვეყნის სიყვარულს შორის, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, სიცრუესა და სიმართლეს შორის, სიძულვილსა და სიყვარულს შორის, არეულობასა და მშვიდობას შორის.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის მიერ გამართულ აქციაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა