logo
ENG


ღარიბაშვილი სააკაშვილზე: კერძო კლინიკაში სათანადოდ ვერ დავიცავთ
  • 1142ნახვები

შიმშილობაც ორგანიზებული აქვს, ყველაფერი თავის მოკლე ჭკუით დალაგებული აქვს, გეგმა აქვს, რომ რამენაირად, ჩვენ გადავიყვანდით კერძო კლინიკაში.

მოგეხსენებათ, კერძო კლინიკაში არავითარი პირობა არაა, ჯერ ერთი, უამრავი პაციენტის, კოვიდია, უამრავი მიმსვლელია და უამრავი სამოქალაქო პირი ტრიალებს. არავითარი უსაფრთხოების ზომები არაა დაცული. იქ სახელმწიფო და სპეციალური სამსახურები ვერ განახორციელებენ სათანადო დონეზე მის უსაფრთხოებას და სხვების უსაფრთხოებას.

გეგმა არის შემდეგი, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებენ, 4-5 ათასი კაცის მოყვანას, 10 ათასი კაცის მოყვანას შეძლებენ და ჩვენ მოგვიწევდა მუდმივი ჯაჯგური, ქაოსი, პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება, მანდაც იგივე პროვოკაციას გააკეთებენ, შეიძლება რამდენიმე კაციც მოკლან. ეს არის თეორიული, ერთადერთი გიჟური სცენარი. ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანა უდნა ამით. 

 

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედის ეთერში. პატიმარი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 28-ე დღეა შიმშილობს. ექიმები და ადვოკატები მის მრავალპროფილურ, კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა