სამართლებრივი თვალსაზრით, ეს მოსაზრება არის აბსოლუტური ტყუილი. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ეს არის საშიში სირეგვენე, რაც მორიგ ჯერზე გამოამჟღავნა პრემიერმა.
პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არის სრული თვითლუსტრაცია. პირველი რიგში, იმიტომ, რომ ეს აჩვენებს, რომ პროცესს, რომელსაც სამართლებრივი იერსახე აქვს, სინამდვილეში საფუძვლად არ უდევს სამართლებრივი და სამართლიანი საფუძველი, არამედ ეს არის პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ რევანში და მისი განეიტრალებისთვის სახელმწიფო რესურსის გამოყენება.
მეორე თვითლუსტრაციაა ის, რომ პრემიერი, რომელიც მუდმივად ცდილობს მოირგოს რელიგიის დამცველის მანტია, პირდაპირ მწვანე შუქს უნთებს თვითმკვლელობას.
ასე ეხმაურება ლელოს წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც "თუ ადამიანი გადაწყვეტს, შეუძლია, თავი მოიკლას" და ამაზე პასუხისმგებლები ისინი არ არიან.