logo
ENG


უგულავა: მეგობრებო, ვიაქტიუროთ, ქვეყანაა გადასარჩენი, დღეს განზე გადგომა არ იქნება
გიგი უგულავა
30 ოქტ, 2021 11:11
უგულავა: მეგობრებო, ვიაქტიუროთ, ქვეყანაა გადასარჩენი, დღეს განზე გადგომა არ იქნება
  • 461ნახვები

დღეს თქვენს ხელშია, როგორ განვითარდება ეს ქალაქი. გავაგრძელებთ თუ არა წრეზე ტრიალს, სტაგნაციას, უპერსპექტივობას, უმუშევრობას, თუ მხარს დავუჭერთ განვითარებას.

განსაკუთრებით მინდა ბატონი გახარიას პარტიას და მისი კანდიდატის ამომრჩევლებს მოვუწოდო აქტიურობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიამ ნეიტრალიტეტი დააფიქსირა, მეგობრებო, თქვენ ამ ქალაქში ცხოვრობთ, თქვენც არ მოგწონთ ის უპერსპექტივობა და კლანურობა, რაც ქართლმა ოცნებამ აქ შექმნა, თქვენც არ მოგწონთ ის, რომ თევზის სუნად აყროლებენ აქაური ოლიგარქები ქალაქს, ფოთს ეპყრობიან უპატივცემლოდ, არც თქვენ მოგწონთ ის, რომ აქაურ პენსიონერს არ აქვთ ნორმალური პენსია. 

დარწმუნებული ვარ, თქვენც დაუჭერთ მხარს, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან 50 ლარით გაიზარდოს პენსია, ფოთელ სკოლის მოწაფეებს ჰქონდეთ უფასო კვება. ამიტომ, მეგობრებო, გადავცვეთ მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს - ვიაქტიუროთ. არ არის დღეს ნეიტრალიტეტის დრო. პირდაპირი მნიშვნელობით ქალაქი და ქვეყანაა გადასარჩენი. დღეს განზე გადგომა არ იქნება, გვერდიდან ვერ შევხედავთ პროცესებს. 

ამბობს ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა. დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების II ტური ტარდება.



ასევე ნახეთ
close დახურვა