ჰაერში მართლაც ტრიალებს გამარჯვების სურნელი, მსგავსი არაფერი არ შეიმჩნეოდა პირველ ტურში და მე მოვუწოდებ ქართულ ოცნებას ნუ იდარდებს, ნუ ინერვიულებენ, ასე მუშაობს დემოკრატია. მე მესმის, რომ მათ აქვთ გარკვეული შიშები ხელისუფლების დათმობის, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო და ეს ხდება დღეს, ეს ხდება თბილისში, ეს ყველაფერი იწყება თბილისიდან. თბილისში გამარჯვების შემდეგ ჩვენ შევქმნით პრეცენდენტს და დავამტკიცებთ რომ კოალიციური მმართველობა არის მმართველობის ერთადერთი სწორი ფორმა, რომელიც გადატანილი იქნება ცენტრალურ დონეზეც.
განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.