ბოლომდე ვიბრძვით თითოეული ხმის დასაცავად, ამისათვის საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რომ ვერანაირი გავლენა ვერ ჰპოვოს მათმა მანიპულაციებმა საბოლოო შედეგზე. ეს არის ისტორიული დღე. ბევრჯერ გვითქვამს, რომ დღეს ჩვენ ვწერთ ისტორიას. დღეს ჩვენ ვიგებთ თბილისს. პირველად ისტორიაში, კოალიციური გუნდი იმარჯვებს თბილისში და არამხოლოდ თბილისში. ნახეთ, რა ხდება ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავში.
ყველგან ძალადობენ, მაგრამ თავისივე აქტივსაც აღარ სჯერა წარმატების. ამ ძალადობასაც აქვს ლიმიტი. არ მეგულება არცერთი ადამიანი, ვინც ახლა მე მისმენს და ვისაც მართლა უნდა, ხმა მისცეს მრავალფეროვნებას და ცვლილებებს, სახლში დარჩეს. ორი საათი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, ვინც ჯერ არ მივსულვართ.
ამბობს ენმ-ს თავმდჯომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია.