logo
ENG


ცერცვაძე: საქართველოს აქვს გადარჩენის უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს
  • 959ნახვები

გადარჩენის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია. კი, თქვენ ყველა აპელირებთ 40-45 გარდაცვლილზე, მაგრამ იცით, მსოფლიო სხვა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს. ეს ჩვენთვის დიდი ტკივილია, თითოეული ადამიანის დაკარგვა არის ძალიან მძიმე. საქართველოსთვის მძიმედ ისმის 40-50 ავადმყოფის სიკვდილი, მაგრამ მსოფლიო ოპერირებს სხვა მაჩვენებლებით - გადარჩენის მაჩვენებლებით და გარდაცვალების პროცენტით, ანუ ყველა კოვიდავადმყოფს შორის რამდენი პაციენტი გარდაიცვლება და რამდენი გადარჩება.

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამ მაჩვენებლით საქართველოს აქვს უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე აშშ-ს და ევროპის 33 ქვეყანას. თვითონ დაითვალეთ, დღეს  6000-ზე მეტი ავადმყოფი იყო და გარდაიცვალა 49.

ამბობს თბილსის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 3 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში, ვირუსს ემსხვერპლა 10 185 ადამიანი.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა