logo
ENG


ნიკა მელია: ხვალ 5 საათზე ვიკრიბებით რუსთავში და არ ვიშლებით
ნიკა მელია
05 ნოე, 2021 18:15
ნიკა მელია: ხვალ 5 საათზე ვიკრიბებით რუსთავში და არ ვიშლებით
  • 1211ნახვები

ერთადერთი ვინც ანთხევს ბოღმას და ზიზღს ეს არის ხელისუფლება, არაკაცების ხელისუფლება, დიახ არაკაცებისაა ხელისუფლება, როდესაც ისინი 35 დღის განმავლობაში 35 დღის მოშიმშილე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს დასცინიან. არაკაცობაა, როდესაც შენ შეგიძლია შეჯიბრი გამართო ხელისუფლებაში ვინ უფრო მწვავედ გააკრიტიკებს და დასცინებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, მის ქვემოთ ღარიბაშვილი, კობახიძე კალაძე და სხვები არიან ჩვეულებრივი მკვლელები, რომლებიც ხელებს იფშვნეტენ, როდის მოკვდება და მოკლავენ მიხეილ სააკაშვილს [...]

ხვალ ჩვენ ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ, რუსთავში, რუსთავის ციხესთან 5 საათზე, ძალიან ბევრნი, ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი. დრო და დრო ჩვენ შემოგვიერთდებიან ყველა ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქე ყველა ქალაქიდან, ყველა რეგიონიდან და ყველა სოფლიდან. იქ ვიდგებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. დამატებით გეგმის კომპონენტებზე დამატებით გაცნობებთ, ვინაიდან წინასწარ არ გვაქვს სურვილი ბიძინა ივანიშვილის დამნაშავე ხელისუფლებას ცხოვრება გავუადვილოთ. ხვალ 5 საათზე ვიკრიბებით რუსთავში და არ ვიშლებით. ეს ყველაფერი [მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა] უნდა გაკეთდეს, მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილი კოლაფსში ჩავარდება. 

თქვა ნიკა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე. მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს. 6 ნოემბერს ენმ-ს აქცია სავარაუდოდ თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა აქციის ლოკაციამ რუსთავში გადაინაცვლა.



ასევე ნახეთ
close დახურვა