logo
ENG


გვარამია: როგორც სააკაშვილმა მითხრა, მას ძალიან ცოტა დრო დარჩა
  • 10008ნახვები

6-ში ძალიან მოხარული იქნება [მიხეილ სააკაშვილი], თუ ბევრი ადამიანის ხმას გაიგებს და ეს მისთვის ენერგიაა, ხვალინდელ აქციაზე ვსაუბრობ. [...] მე მინდა ვთხოვო ნებისმიერს, ვინც შედის, იქნება ეს ადვოკატი, ექიმი, თუ პარლამენტის წევრი, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, წერილობით საკითხავად აქ გამოტანილ არ იქნეს, ეს განცხადებები უნდა დაიდოს მის ფეისბუქზე და ამგვარად გაიგოს საზოგადოებამ. გთხოვთ გაუწიოთ ანგარიში იმას, რომ ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში, მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში იმ სერიოზულ კვალს, რომელიც მის ფსიქიკას და აზროვნებას უკვე ეტყობა და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში. მისი მდგომარეობა უცვლელად მძიმეა გუშინდელის შემდეგ და გავუწიოთ ამას ანგარიში, რომ ყველა განცხადება შესაძლოა არ იყოს ბოლომდე ადეკვატური, ადგილი ჰქონდეს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ მიეკუთვნება არც მსუბუქ და არც ნორმალურ კატეგორიათა მდგომარეობას, იგი არის მძიმე. ის რომ ფიზიკურად ის ფეხზე დგას და მინდა გითხრათ ესეც უჭირს და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ამაში, რომ უბრალოდ მართლა ყანყალებს ადამიანი და დაყვება ბევრად მეტი ბადრაგი, იმისთვის, რომ გზაში არ წაიქცეს, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ეს ადამიანი ბოლომდე ფსიქოლოგიურად და გონებრივადაც აკონტროლებს სიტუაციას. აღარ არის მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში. ვისაუბრობთ იმაზე, რას ვხედავთ ჩვენ თვითონ, მიშა არასოდეს არ გვეტყვის რომ ცუდადაა და ვუშველოთ. მაგრამ ძალიან გთხოვთ, ანალიზებით, კალციუმის რაოდენობით ნუ ვიმსჯელებთ, ვისაუბროთ იმაზე, რასაც ვხედავთ და მე პირადად კარგს არაფერს აღარ ვხედავ აქ, ძალიან მძიმე სიტუაციაა, არ არის დამაიმედებელი სიტუაცია, მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, კვლავ, ვითარება არის უკიდურესად მძიმე, მოსალოდნელი არის კოლაფსი, როგორც თვითონ მითხრა სააკაშვილმა, ძალიან ცოტა დრო დარჩა მისი შეგრძნებით. მე ვამბობ, რასაც მეუბნება პატიმარი, როგორ გრძნობს თავს იმასთან დაკავშირებით, ის არ გრძნობს თავს კარგად და ელოდება კოლაფსს, კოლაფსის შემდეგ რა მოხდება ეს არავინ არ იცის. რეალურად ეს ნიშნავს სიკვდილისთვის გაწირვას თუ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება ელოდება, როდის მოხდება კოლაფსი, ეს კაცი გადარჩენილი უნდა იყოს მანამდე. ფიზიოლოგიური გადარჩენა არ არის მხოლოდ ჩვენი ამოცანა, არამედ მისი ფსიქიკის გადარჩენაც.

თქვა ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მორიგი შეხვედრის შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს. ხვალ 5 საათზე, რუსთავის ციხესთან ენმ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერ აქციას გამართავს. აქცია თბილისის ნაცვლად რუსთავში ჩატარდება



ასევე ნახეთ
close დახურვა