logo
ENG


ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: სააკაშვილის ღვაწლი დემეტრე თავდადებულის და დავით აღმაშენებლის მსგავსია
  • 1334ნახვები

ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი, რაც ამ ადამიანმა გასწია. ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისთვის, ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს და სამუდამოდ დავივიწყოთ სიძულვილის ენა. თანამედროვე რეალობაში მე ასეთი მაგალითი არ მახსენდება.

მხოლოდ ისტორიული მაგალითები შემიძლია დავასახელო, თანამედროვე რეალობაში ასეთი მაგალითები არ ვიცი. ასეთი იყო დავით მეფე, მეფსალმუნე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და 50-ე ფსალმუნი დაგვიტოვა, ეს იყო დავით აღმაშენებელი, რომელმაც გალობანი სინანულისანი შექმნა იმიტომ, რომ უცოდველი არავინ არ არის, ბოლოს ეს იყო დემეტრე თავდადებული, რომელსაც ძალიან მძიმე ცოდვები ჰქონდა და ეს თავისი ცოდვები მოწამეობრივი სისხლით ჩამოირეცხა. 

თქვა ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, რომელმაც დღეს ციხეში მიხეილ სააკაშვილი აზიარა. ფაჩუაშვილის თქმით, სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა