logo
ENG


ღარიბაშვილი: პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდება
  • 8667ნახვები

პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია და გაფართოვდება მოქმედების არეალი. პირს მწვანე პასპორტი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ანუ ორჯერ; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი; ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. განვმარტავ, იყო მოსაზრება, რომ კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია კი იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ეს მოსაზრება. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის. პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში.

თქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა