logo
ENG


ღარიბაშვილი: არ გახდება ჩვენს ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია, გადაწყვეტილებას არ შევცვლი
  • 1576ნახვები

კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები. მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია. გავუფრთხილდეთ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას. და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ არ იყოს რაიმე სპეკულაცია და ასე ვთქვათ, დეზინფორმაციის გავრცელება, ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, არ არის ვაქცინაცია სავალდებულო და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია, ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, უნდა დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია რეალურად არის გამოსავალი, პანდემიის დასრულების და უნდა ითქვას, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან, ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი.

თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ ბრიფინგზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა