logo
ENG


ლომჯარია: სრულიად შეფუთული შევედი ციხეში და ჩემს გვარსაც სკანდირებდნენ
  • 34367ნახვები

რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს შეიძლება, ყოფილიყო გარკვეული ჯგუფის პატიმრების მხრიდან ორგანიზებული და კოორდინირებული. ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვა: სრულიად შეფუთული შევდივარ მე პირადად ციხეში. რამდენიმე წამი დამჭირდა, სანამ შევიდოდი მანქანიდან მე-18 დაწესებულებაში, ალბათ და ამ რამდენიმე წამის განმავლობაში ჩემს გვარსაც სკანდირებდნენ. რა თქმა უნდა, ეჭვებს აჩენს, როგორ შეიძლებოდა, ეს დაეფიქსირებინათ ისე, რომ ეს არ ყოფილიყო კოორდინირებული, ან წინასწარ ორგანიზებული. 

 

 

ფორმულას ეთერში, გადაცემაში "სანაია" სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გაიხსენა გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი, რა დროსაც სხვა პატიმრები ფანჯრებიდან იგინებოდნენ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა