logo
ENG


ბრეგაძე: ვინმეს შეუძლია, ამიხსნას, რატომ უნდა გადავიდეს სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში?
რატი ბრეგაძე
11 ნოე, 2021 23:26
ბრეგაძე: ვინმეს შეუძლია, ამიხსნას, რატომ უნდა გადავიდეს სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში?
  • 1778ნახვები

ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა ბატონ სააკაშვილს, შეეწყვიტა შიმშილობა. ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ ის დათანხმდება. ოღონდ – ყოველგვარი დათქმების გარეშე. რატომ უნდა იყოს ეს ადამიანი გადაყვანილი კერძო კლინიკაში? ვინმეს შეუძლია, ამიხსნას?

თუკი ადამიანი ასრულებს შიმშილობას, ეს ძალიან კარგია. ჩვენი სულისკვეთება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან არის აბსოლუტურად ერთიანი. ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სტაბილური და ის დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს. იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი, ის გადაყვანილი იქნება უკან – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, სადაც აქამდე იხდიდა სასჯელს. 

თქვა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ რუსთავი 2-ის ეთერში. შიმშილობის  42-ე დღეს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დაემორჩილება სტრასბურგის სასამართლოს 10 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შეწყვეტს შიმშილობას, თუ მას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა