მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არავის აინტერესებს, მგონი, საკუთარ მშობელსაც კი არ აინტერესებს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ეს "შიმშილობა", ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამაზე სპეკულირება ემსახურება ერთ რამეს, რომ რამენაირად მსჯავრდებული სააკაშვილი გამოიყვანონ ციხიდან, ეს არის მთელი ამ ვაქხანალიის მიზანი, ამიტომ მის ჯანმრთელობაზე თუ ვინმე მართლა რეალურად ზრუნავს, ეს არის ის ექიმები და პენიტენციალური სისტემა, სადაც სააკაშვილი ამჟამად იმყოფება.
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი. სააკაშვილი 47-ე დღეა, შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.