logo
ENG


ხაზარაძე: ყველას თვალწინ ხდება ჩვენი ქვეყნის კურსის შეცვლა, ამას არ დავუშვებთ
  • 869ნახვები

ყველას თვალწინ ხდება ჩვენი ქვეყნის კურსის შეცვლა, ქვეყნის ისევ იმპერიის წიაღში დაბრუნება, ამას არ დავუშვებთ. ეს არ არის რომელიმე პარტიის საქმე, ეს არის თითოეული თავისუფალი მოქალაქის საქმე. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, ყველაფერი გადავდოთ გვერდზე და შემოუერთდით. ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად, თავისუფალი ადამიანებმა დავიცვათ თავისუფალი ქვეყანა და ჩვენი დამოუკიდებლობა.

სწორედ ამ პლატფორმას ექნება ის ძალა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ყველა იმ მცდელობას, რომელსაც რამდენიმე წელია ქართული ოცნება თავს ახვევს ჩვენს საზოგადოებას და კურსს უცვლის ქვეყანას. ამას არ დავუშვებთ.

მოგიწოდებთ პარტიული კუთვნილების მიუხედავად, საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს, პოეტებს, ექიმებს, სპორტსმენებს - შემოგვიერთდით. ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ზეპარტიული ღონისძიება იმიტომ, რომ საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის კურსს. სად იქნება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილები იქნებიან თავისუფალი ქვეყნის შვილები თუ ისევ მოსკოვში გადაწყდება, როგორი ფილმი უნდა იქნას გადაღებული საქართველოში.

თქვა ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციის ბრიფინგზე. ნაციონალური მოძრაობა, ლელო, გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა თბილისში პარასკევს, 15:00 საათზე სამი ლოკაციიდან მსვლელობას გამართავს.



ასევე ნახეთ
close დახურვა