მე დამრჩა ერთ წელიწადზე მეტი დრო, რაც საკმარისი დროა იმისთვის, რომ კიდევ ბევრი რამ გააკეთოს ამ ოფისმა. რაც შეეხება მსჯელობის დაწყებას [გადაყენებაზე], უბრალოდ, მათ კვალიფიკაციაც კი აკლიათ. ადამიანები საუბრობენ საკითხებზე, რომლებიც არ ესმით. საუბარია იმპიჩმენტზე. საერთოდ არ არსებობს კანონმდებლობაში სახალხო დამცველის იმპიჩმენტის პროცედურა. მოჰყავთ გაურკვეველი საკანონმდებლო რეგულაციები. მათ, უბრალოდ, კანონის წაკითხვაც არ იციან, მე მგონი, ზოგადი განათლებაც არ აქვთ, არათუ პროფესიული. ვისაც შეაშინებენ, ასეთი საუბრით შეაშინონ საკუთარ გარემოცვაში. როგორც ჩანს ასეთი განცხადებებით აშინებენ ხოლმე ერთმანეთს. ჩემთვის ეს სასაცილოა. გააგრძელონ ასე საუბარი, ეს ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს და ჩვენს პოზიციონირებას უფრო ამყარებს. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ჩემი და ჩემი ოფისის კიდევ უფრო მხარდაჭერას აძლიერებს. ასე რომ შეუძლიათ, გააგრძელონ თავიანთი არაკვალიფიციური და მავნებლური განცხადებები და მოქმედებები.
ფორმულას ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" უპასუხა ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. მან განაცხადა, რომ თუ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისას განვითარდება ის სცენარი, რომლისაც, კობახიძის თქმით, მათ ეშინიათ, ამას შესაძლოა მოჰყვეს ომბუდსმენის და ექიმების "პირდაპირი პასუხისმგებლობა".