ცოტას დავიტრაბახებ, უკაცრავადა ვარ, თქვენ ვერ ნახავთ პოლიტიკის ისტორიაში, რომ მოვიდა გუნდი, გაიმარჯვა, დავინიშნე საქართველოს პირველ პირად და რაც დავპირდი მოსახლეობას, გავაკეთე. ერთი წლის შემდეგ, როდესაც პიკში ვიყავი, თანამდებობა დავტოვე. ასეთი მაგალითი მეორე არ არსებობს მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, ამას გეუბნებით გულწრფელად, რომ იცოდეთ. მთელი ხალხი უკან დამდევდა, არავის ჩემი წასვლა არ უნდოდა მაგ დროს, როდესაც წავედი, იმდენად პოპულარული ვიყავი.
თქვა ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის დროს, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა.