ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, ყველანაირი საფუძველი მონახოს, რათა საკუთარი ლიდერი ციხიდან გამოიყვანოს. ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ მეორე საკითხია, ამის შესაძლებლობას იძლევა თუ არა კანონმდებლობა და ამ ქვეყანაში არის თუ არა საზოგადოების უმეტესობა იმის მომხრე, რომ სააკაშვილმა პასუხი არ აგოს იმ დანაშაულზე, რაც მისჯილი აქვს.
ამბობს პარტია მოქალაქეების ერთერთი ლიდერი ლევან იოსელიანი საზოგადოებრივ მაუწყებელთან.