logo
ENG


მიხეილ სააკაშვილის ძმა: მიშა არის მართალი, მას უნდა, რომ დაეხმაროს ქართველ ხალხს
  • 3525ნახვები

რა თქმა უნდა, ეს [პიჯაკების საქმე] , რომ პოლიტიკურად მოტივირებულია ეჭვგარეშეა. ვინდაიდანმ დღევანდელი საქმე ეხება ბიუჯეტის გაფლანგვას, პიჯაკების საქმეს რომ ეძახიან. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, მიშა არის აბსოლუტურად მართალი. დღეს მიეცემა საშუალება, რომ სიტყვა წარმოთქვას და დარწმუნებული ვარ, რომ არგუმენტირებულად ახსნის, რომ არის აბსოლუტურად არის შეთითხნილი ეს ბრალდებები და იმედი მაქვს, რომ მიშა სააკაშვილს მალე ვიხილავთ გისოსებს გარეთ. 

მე კიევში ხშირად ვიმყოფებოდი, მიშას... დევნილობა დავარქვათ, იმიტომ რომ მისი სული და გული ყოველთვის იყო საქართველოში, სექტემბერშიც კიევში გახლდით მე და ხშირად მქონია შეხვედრა, ის ხაზგასმით იძახდა, რომ აუცილებლად ჩამოვიდოდა საქართველოში, ვინაიდან საქართველო არის მართლა გადასარჩენი, ძალიან რთულ სიტუაციაში, ხალხი დიდ გაჭირვებაშია, ქვეყანა ადგას არასწორ კურსს. [მიხეილ სააკაშვილს] უნდა, რომ დაეხმაროს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის დახმარება არ გულისხმობს არანაირ თანამდებობას. პირველ რიგში მთავარია, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს ერთპიროვნული მმართველობისგან, ჩემი გადმოსახედიდან უნდა იყოს კოალიციური მთავრობა.

ამბობს მიხეილ სააკაშვილის ძმა საქალაქო სასამართლოს ეზოში მიმდინარე აქციაზე ფორმულასთან. დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე იმართება.



ასევე ნახეთ
close დახურვა