logo
ENG


სააკაშვილი: ერთადერთი ბრძანება, რაც გავეცი 26 მაისს, იყო დემონსტრანტების გაყვანა აქციიდან
  • 1516ნახვები

მე მინდა ხალხმა იცოდეს, რომ 26 მაისზე რა იყო. 26 მაისზე, რახან წამოჭრეს ეს საკითხი, 26 მაისზე აგერ არის თემურ ჯანაშია და ნამდვილად დაადასტურებს, მოხდა მანქანის დაჯახება პოლიციელზე, დათუკაშვილზე, ჩაითვალა, რომ მკვდარი იყო, იმიტომ რომ მართლა გადაუარა მანქანამ, პროტესტანტების. პოლიციამ მართლა დაკარგა თავზე კონტროლი და მათმა უფროსებმა დაკარგეს კონტროლი პოლიციაზე, არაფერი განკარგულება არ ყოფილა. ერთადერთი რაც იყო ძალიან ცუდი, იყო ჩაკეტილი ორივე მხრიდან ეს მოედანი და თემურიმ დამირეკა, რომ ძალიან ცუდი სიტუაცია არისო, იმიტომ რომ პოლიცია არის გავეშებული, უფროსებს აღარ ემორჩილება, იმიტომ რომ თავისიანი მოუკლეს, და რა ვქნათო და რა შეგვიძლიათ ვთქვათ, გავუხსნათ ის პიონერთა სასახლის მოსწავლეთა ახალგაზრდობის ბაღი, რომ გამოარიდოთ ყველა იმ ბაღით და იმ ბაღის მეშვეობით გავიყვანოთ ყველა აქედანო. და მე ვუთხარი, რომ დაუყონებლივ ყველა დემონსტრანტი გაიყვანე, ყველა მიმართულებით, რისი გაკეთებაც შეგიძლია, რაც არის შენს სფეროში ახლავე გააკეთე. აი ეს იყო ერთადერთი ბრძანება, რაც მე გავეცი 26 მაისს.

ამბობს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე. დღეს სასამართლო ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავს.



ასევე ნახეთ
close დახურვა