logo
ENG


გამყრელიძე: ომიკრონთან დაკავშირებით ახალი რეალობაა, უვადო მწვანე პასპორტი არ შეიძლება იყოს
  • 941ნახვები

ისევ დაიწყო სხვადასხვა მიზეზით დიდი შეკრებები და რა თქმა უნდა, წამოვა ნელ-ნელა კორონავირუსის ახალი შემთხვევებიც. ქვეყანაში იმუნური ფენა იმატებს, მილიონი მოსახლე უკვე სრულად აცრილია, გადაიტანა 861 000 ადამიანმა და უსიმპტომოდ ალბათ კიდევ უფრო მეტმა გადაიტანა. ჩვენ ახლა ვითვლით და მალე გვექნება პასუხი, რამდენია იმუნური ფენა ქვეყანაში. სექტემბრის ბოლოს გვქონდა დათვლილი და მაშინ 54%-ზე გავედით, ახლა მეტი იქნება, 60%-ს ასცდებოდა. დარჩენილი 30%, თუ 35% გაავრცელებენ დაავადებას, მერე იქნება რეინფექცია. ჯერ ომიკრონი არ ჩანს, მაგრამ ალბათ ეგეც გამოჩნდება და რეინფექცია საკმაოდ სერიოზულია. წინასწარი შედეგებითრეინფიცირება ომიკრონის შემთხვევაში დაახლოებით სამჯერ მეტია...

ჩვენი პოზიცია იცით, ადრეც გაჟღერდა. ახლა ახალი რეალობაა ომიკრონთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ეს პოზიცია უნდა გადაიხედოს, რომ უვადო არ შეიძლება, იყოს პასპორტი

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა