logo
ENG


კალაძე: ვპატიჟებ მოსახლეობას, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე
კახა კალაძე
09 დეკ, 2021 12:38
კალაძე: ვპატიჟებ მოსახლეობას, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე
  • 1778ნახვები

დგება ახალი წელი, დრო როცა ჩავიფიქრებთ და ვუსურვებთ ერთმანეთს კეთილ სურვილებს. იმედით, სიხარულით და სიყვარულით სავსე დრო, რომლის მთავარი სიმბოლო არის ნაძვისხე. ჩვენს დედაქალაქში უკვე ტრადიციად იქცა მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება, წინა წლისგან განსხვავებით, როცა ჩვენ ვერ შევძელით ამ სახალხო ღონისძიების გამართვა, წელს ვაპირებთ, ხვალ, საღამოს 8 საათზე გავაკეთოთ ნაძვისხის ანთების ღონისძიება და მთლიანად ქალაქი გავანათოთ საახალწლო ილუმინაციებით, ასე რომ, მინდა დავპატიჟო მთლიანად ჩვენი ქალაქის მოსახლეობა, რომ ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვისხე, ხვალ საღამოს რვა საათზე გვექნება ამის შესაძლებლობა.

თქვა მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა