logo
ENG


თალაკვაძე: ჯანდაცვა ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა
  • 896ნახვები

ჯანდაცვა და ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები არის ის პრიორიტეტი, რომელიც ქართულ ოცნებას ყოველთვის ეამაყება და ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ წლების განმავლობაში შევძელით უამრავი ჩვენი თანამოქალაქის გადარჩენა, ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება და დაფინანსება, დავიწყეთ C ჰეპატიტის პროგრამა, რომელმაც 80 000 ადამიანი გადაარჩინა, აშენდა ბევრი მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტი ამ წლების განმავლობაში და ბევრი რამ გაკეთდა მართლა ჯანდაცვაში და შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვა არის ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა.  

შესაბამისად, ჩვენი, როგორც პოლიტიკური გუნდის ინტერესი და ყურადღება ძალიან მაღალია იმ კონსულტაციების მიმართ, რომელიც პრემიერმინისტრთან იმართება ჯანდაცვის ახალი მინისტრის შესარჩევად. მინისტრის შერჩევა და წარდგენა არის ირაკლი ღარიბაშვილის პრეროგატივა. შესაბამისად, ჩვენ საპარლამენტო გუნდში არ გავაკეთებთ რამე წინასწარ განცხადებებს ამაზე.

თქვა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ იმედის ეთერში. არსებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება.



ასევე ნახეთ
close დახურვა