კონსულტაციები მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მე მექნება ამაზე ინფორმაცია, გავაკეთებ შესაბამის კომენტარს. ნებისმიერ შემთხვევაში ვთვლი, რომ კანდიდატი იქნება ღირსეული.
მნიშვნელოვანია, რომ მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ნაბიჯები, ვინაიდან ჯანდაცვა უპირველეს ყოვლისა და მით უმეტეს, პანდემიის პერიოდში მოითხოვს თანაბარი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგას.
ამბობს ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 9 დეკემბერს გააკეთა. ის ამ თანამდებობაზე წლის ბოლომდე დარჩება.