logo
ENG


სტოლტენბერგი: NATO გააგრძელებს საქართველოსთვის ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას
  • 378ნახვები

საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი NATO-სთვის. რიგაში მოკავშირეებმა მტკიცედ დაადასტურეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ურყევია. ვაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას, რომ აფხაზეთიდან და "სამხრეთ ოსეთიდან" გაიყვანოს ძალები.

დღეს ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ საკითხებზე. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ნატო ფხიზლად იქნება და თავიდან აიცილებს ესკალაციას რეგიონში.

საქართველო და უკრაინა ფლობენ უფლებას, თვითონვე აირჩიონ მოკავშირეები. რუსეთს არ აქვს უფლება ორი ქვეყნის არჩევანზე რაიმე გავლენა იქონიოს. NATO გააგრძელებს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების უზრუნველყოფას. მზად ვართ რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობები განვამტკიცოთ, საზღვაო მიმართულებით, ინფორმაციის გაზიარების კუთხით.

 

ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. [საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თარგმანი]

 



ასევე ნახეთ
close დახურვა