logo
ENG


ხაზარაძე: ფულის გათეთრება არ ყოფილა - ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ
  • 1004ნახვები
ხვალ 3 წლიანი პოლიტიკური სასამართლო დევნის ბოლო სხდომაა!
1. ფულის გათეთრება არ ყოფილა;
2. ფულის მითვისება არ ყოფილა;
3. საქმეს არ ყავს დაზარალებული და მომჩივანი;
4. საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული (იხ. საერთაშორისო დასკვნები)
5. პროკურატურის ბრალდების შემდეგ, ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა სპეციალური გამოძიების ჩაატარების შედეგად 2019 წლის 24 ივნისს 98% ხმათა რაოდენობით მე და ბადრი თავიდან აგვირჩიეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარედ და მოადგილედ;
6. დღესაც ვამაყობთ რაც 2008 წელს გავაკეთეთ;
7. გადავარჩინეთ საქართველოს საბანკო-საფინანსო სისტემა ჩამოშლას ჩვენი პირადი ინტერესის ხარჯზე, გადავარჩინეთ მეანაბრეები თანხის დაკარგვას, ათასობით "თიბისელი" სამსახურიდან განთავისუფლებას;
8. ახლაც ზუსტად იგივეს გავაკეთებდით;
9. ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც.

წერს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე facebook-ზე. მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს 2 მილიონამდე ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.



ასევე ნახეთ
close დახურვა