logo
ENG


ბოკერია: გვყავს ხელისუფლება, რომელმაც, გადადგმული ნაბიჯებით, მტრის პოზიციები გააძლიერა
გიგა ბოკერია
16 დეკ, 2021 00:19
ბოკერია: გვყავს ხელისუფლება, რომელმაც, გადადგმული ნაბიჯებით, მტრის პოზიციები გააძლიერა
  • 411ნახვები

ახლა საერთაშორისო მომენტი არ არის ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი. რთული მომენტია - არა ყველაზე რთული, ამაზე რთულიც ყოფილა - რუსეთი კიდევ უფრო ძლიერ პოზიციებზე ყოფილა 2007-დან 2015 წლამდე, ბევრი თვალსაზრისით. თუმცა, ახლაც მის წინააღმდეგ ბრძოლის თანმიმდევრული პოზიცია არ ჩანს. ამით სარგებლობს ეს რეჟიმი და ეს ჩვენთვის სერიოზული საფრთხეა. 

დამატებითი საფრთხეა ის, რომ ასეთ დროს არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესებით თანმიმდევრულად იხელმძღვანელებს, თუნდაც, პარტნიორებს სწორად შეაწუხებს და გამოიყენებს ყველა ვითარებას ჩვენი საკითხის წინ წასაწევად და დაელოდება ისტორიის იმ ფანჯარას, როცა გაღწევის შანსი იქნება. 

პირიქით, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს საკითხი შეგნებულად მიაჩუმა და გადადგა ნაბიჯები, რომლითაც მტრის პოზიციები გააძლიერა საერთაშორისო ასპარეზზე. ეს მძიმე რეალობაა. ამ ვითარებაში ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა, მთავრობის ნაცვლად იმოქმედოს, ეს ილუზიაა. 

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ფორმულას ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა