logo
ENG


ბრეგაძე: როგორ შეიძლება ადამიანი იყოს გატაცებული ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში?
რატი ბრეგაძე
17 დეკ, 2021 19:55
ბრეგაძე: როგორ შეიძლება ადამიანი იყოს გატაცებული ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში?
  • 566ნახვები

როგორ შეიძლება ადამიანი იყოს გატაცებული ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან, მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში? ეს არის სრული აბსურდი, ეს იყო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა მისი ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვას, როდესაც პატიმარმა უარი განაცხადა მკურნალობის გარკვეული ნაწილის გაგრძელებაზე, შემდგომში, ასევე სამედიცინო კონსილიუმთან თანამშრომლობაზე, რაც დოკუმენტირებულია, გამოქვეყნებული იყო ექიმების დასკვნაც, რომ ის საჭიროებდა მკურნალობას, სწორედ იმისათვის, რომ მოგეხსენებათ, როცა ადამიანი შიმშილობის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკი არის ძალიან მაღალი. ჩვენ რა უნდა გვექნა? უნდა გვეზრუნა მის ჯანმრთელობაზე და სწორედ ამ მიზნით იგი იქნა გადაყვანილი მე-12 დან მე-18 დაწესებულებაში.

ამბობს რატი ბრეგაძე მინისტრის საათის დროს მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანის შესახებ.



ასევე ნახეთ
close დახურვა