საკომუნიკაციო კამპანიას ვაკლებთ. მეტი ახსნა და სიახლოვე მოვაკელით მოქალაქეებს... რატომ არ იყო აგრესიული ეს ვაქცინაციის კამპანიები - ვაქცინები არ იყო ჯერ იანვარში, თებერვალში, მარტში. კომუნიკაცია [ვაქცინაციაზე] ყველამ დავაკელით, მათ შორის მეც, მათ შორის ჩვენმა ინსტიტუტმაც. მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო. მეორე პრობლემა დაკავშირებულია, არ მოეწონებათ ახლა ამას რომ ვიტყვი, სამწუხაროდ, საშუალო განათლების დონესთან ქვეყანაში. ძლიერი ანტივაქსერული მოძრობა იმ ქვეყნებშია, სადაც სამწუხაროდ, [განათლების] საშუალო დონე მოიკოჭლებს
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ფორმულას გადაცემაში მრგვალი მაგიდა.