ვთვლი, რომ ეს არის მორიგი პროვოკაცია. დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს რომ შიმშილობას დააწყებინებ, ალბათ, ყველამ ვიცით, ეს რას ნიშნავს. რაც შეეხება შიმშილობის მოთხოვნას, წარმოუდგენელია, რომ ამ ფორმით ვინმემ ქვეყანაში მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს.
ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა დაიწყეს.